_მივდივართ ყველანი ერთად. ხუთას კაცამდე ვიქნებით. ირგვლივ უსახო ადამიანებს ვხედავ! ყველა ერთმანეთს მიჰყვება. საინტერესოა, სად მივდივართ? უკვე დიდი ხანია მივდივართ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი გახდა ცუდად და უკან მიბრუნდა. გაურკვეველი სიტყვები მესმის. ყველა თავისთვის ყვირის. დედაკაცები, რომლებიც უკან მოგვყვებიან, კiვილით და წყევლით იკლებენ აქაურობას. ხელში ყველას ქვა უჭირავს. საინტერესოა, ქვა რაღაში სჭირდებათ? მაგრამ რაში მაინტერესებს?! მათ თუ აქვთ, ესე იგი საჭიროა და მეც უნდა მქონდეს! ქვის ასაღებად ვიხრებ. ბავშვების ტირილი მესმის. უკან ვიხედები და ვხედავ დედაკაცს, რომელსაც ორი პატარა ბიჭი მოჰყვებ., სამივენი ტირიან. საინტერესეო, რა ატირებთ? წელში ვიმართები და გზას ვაგრძელებ. უსახო სხეულები მეჯახებიან და წინ მირბიან. ვჩერდები. ნეტა წინ რა ხდება?! ვიღაცებმა ყვირილს უმატეს…ვიღაცებმა_ ტირილს.ირგვლის ქვების ქარიშხალი დაიწყო, ყველა ისვრის. საინტერესოა, ვის ან რას ესვრიან? უკან ვიხედები და ვხედავ, როგორ აფარებს დედაკაცი პატარა ბიჭუნებს ხელს თვალებზე. ადგილზე ვეღარ ვჩერდები . აუცილებლად უნდა გავიგო, რა ხდება იქ! ხალხის გროვაში გზა ვიკვლევ, წინ გავდივარ, ვშეშდები…ვდგავარ და ვუყურებ…ვუყურებ საშინელებას…ვუყურებ ქალს…შავგრემან ქალბატონს თეთრ სამოსელში, რომელსაც ხელები და ფეხები შეკრული აქვს. სახე კი…სახე…რა საშინელებაა!..სახე სულ სისხლიანი აქვს, აქა იქ ტყავიც აქვს ამძვრალი. განა მხოლოდ სახე?!.. სულ მთლად წითელია! ქვებს გაუჩერებლად ესვრიან… ქალი არც კი ინძრევა, არც კი ტირის. ის უბრალოდ დგას და იტანს ტკვილს. უცებ ვიღაც ხელს მკრავს: ,,ესროლე“! ეს ჩაქოლვაა… ჩაქოლვა.. .უნდა ვესროლო?! არა, არ შემიძლია! მაგრამ ხალხი მე მელოდება! უკან მდგომ დედაკაცს ვუყურებ. ტირილსგან თვალები ჩაწითლებია. მემუდარება, ეს არ გავაკეთო. თვალ ვარიდებ… ვიღაცები ხელს მკავენ და მიყვირიან :ესროლე! უნდა ვესროლო!ყველამ ესროლა! მეც უნდა ვესროლო!… ვესროლე !… ხალხმა ჟრიამულობს! უხარიათ! მოდიან, მეხუტებიან! უხარიათ!..ადამიანი მოვკალი!..მათ კი უხაროდათ! ჩემმა ნასროლმა ქვამ მოკლა! მათ უხარიათ! ესე იგი კარგი რამ გავაკეთე?! ამაყად ვუყურებ უსახო სხეულს. მაგრამ … მოულოდნელად ოთხ ზიზღითა და სიძულვილით სავსე თვალს ვაწყდები,ჩემკენ მომართულს. ორი პატარა ბიჭი მიყურებს. მათი შემოხედვა მტანჯავს. ,,დედა“!_ჩურჩულებს ერთი. ვქვავდები… ის დედა…მათი დედა იყო…დედა…დედა მოვუკალი! ფეხები მეკვეთება ვეღარ ვდგები. მე მათი…არა…ეს რა ჩავიდინე! მათ პატიება უნდა ვთხოვო, მაგრამ …
Author: skillfulff
ბრბო

The Journey Begins
Thanks for joining me!
Good company in a journey makes the way seem shorter. — Izaak Walton